ავტორიზაცია

მაგნიტური ველის ეკრანირება მრავალფენიანი თხელი ფირფიტებით
ავტორი: გიორგი კორკოტაძესაკვანძო სიტყვები: ეკრანირების ეფექტურობა, ანალიტიკური მიახლოება, მრავალფენიანი ეკრანები
ანოტაცია:
ელექტრომაგნიტური თავსებადობის (EMC) ამოცანებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ელექტრომაგნიტური ველების ეკრანირების საკითხს. ელექტრომაგნიტური ეკრანი წარმოადგენს ერთგვარ ბარიერს, რომლის დანიშნულებაა არასასურველი ელექტრომაგნიტური გამოსხივების შესუსტება ან სრულად ჩახშობა. ეკრანირების ეფექტურობა შესაძლოა განისაზღვროს როგორც, ეკრანზე დაცემული და მასში გასული ელექტრული ან მაგნიტური ველების თანაფარდობა. შორი ველის ეკრანირების საკითხი კარგად არის შესწავლილი, რასაც ვერ ვიტყვით ახლო ველების შემთხვევაში. ერთფენიანი უსასრულო ზომის ფირფიტების ეკრანირების საკითხი ახლო მაგნიტური წყაროს შემთხვევაში წარმოდგენილია მოზერის მიერ. სტატიაში ეკრანირების ეფექტურობისთვის მოცემულია ანალიტიკური და ექსპერიმენტული შედეგები. ნაშრომში ერთფენიანი ეკრანებისთვის არსებული ანალიტიკური მიდგომა განზოგადებულია მრავალფენიანი სტრუქტურებისთვის, ასევე ახლო მაგნიტური ველის ეკრანირების ეფექტურობის საკითხები შესწავლილია რიცხვითი მეთოდების გამოყენებით. შედეგების ვერიფიკაციისთვის გამოყენებულია გაზომვის შედეგები.