ავტორიზაცია
ბიბლიოთეკების მართვის და ონლაინ კატალოგის ვებ აპლიკაცია
ავტორი: გრიგოლი ციტოხცევითანაავტორები: ავთანდილ ჩაჩანიძე, ნოდარ გოგალაძე
საკვანძო სიტყვები: ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკის ვებ აპლიკაცია, ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა, მომხმარებლის გამოცდილება, ონლაინ კატალოგი, laravel, react.js, inertia.js
ანოტაცია:
საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკებს თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული სერვისის მიწოდების კუთხით გამოწვევები აქვთ. მათი ნაწილი ისეთ მოძველებულ ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემებს ეყრდნობა, როგორიცაა OpenBiblio, Koha და Evergreen, ზოგი კი ონლაინ სივრცეში წარმოდგენილი არ არის, რაც არ შეესაბამება თანამედროვე მომხმარებლის სასურველ გამოცდილებას. ეს პროექტი მიზნად ისახავდა ამ საკითხის მოგვარებას ახალი ვებ აპლიკაციის შექმნის გზით. პროექტის მიმდინარეობისას შემუშავდა და განხორციელდა მონაცემთა ბაზა, უსაფრთხო და სტაბილური ბექ-ენდი შეიქმნა Laravel ჩარჩოს გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს აპლიკაციის ლოგიკისა და მონაცემთა ნაკადის მართვას, React.js ჩარჩოს კომპონენტებზე დაფუძნებული არქიტექტურის მეშვეობით დაინერგა თანამედროვე, მოდულური და მასშტაბირებადი ინტერფეისი, ხოლო Inertia.js ადაპტერის საშუალებით შემოღებული იყო ერთგვერდიანი აპლიკაციის ფუნქციონალი მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვებ აპლიკაცია საშუალებას აძლევს ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას მართოს კატალოგი, მკითხველები და წიგნების მიმოქცევა, ხოლო მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ბიბლიოთეკის კატალოგს და მოიძიოს სასურველი ლიტერატურა. შექმნილი პროდუქტი სთავაზობს მომხმარებლებს ისეთ ფუნქციონალს, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც მკითხველს, ასევე ბიბლიოთეკარს. ამრიგად, ეს ინიციატივა ცდილობს საფუძველი ჩაუყაროს ციფრულ საბიბლიოთეკო სერვისებში მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის განხორციელებას.