ka | en
TSU

CBM დანადგარის STS სისტემის სენსორის ტესტირება ლაზერული წყაროთი

ავტორი: ნიკოლოზ კობაიძდ
ანოტაცია:

ანოტაცია ნაშრომში მოცემულია CBM დანადგარის STS სისტემის სენსორის ტესტირების შედეგები და მისი მახასიათებლების დადგენა ლაზერული წყაროს ე.წ. ტესტპულსერის გამოყენებით. სამუშაო შესრულებული იყო დარმშტადტის (გერმანია) მძიმე იონებისა და ანტიპროტონების კვლევით ცენტრში (FAIR) ორთვიანი სტაჟირების დროს. ნაწილაკებით დასხივების პროცესში სენსორის მგრძნობიარობა შეიძლება შემცირდეს და შესაბამისად გაიზარდოს ცდომილებები. ტესტპულსერი სენსორში იწვევს დამუხტული ნაწილაკის გავლის იმიტაციას და საშუალებას იძლევა დადგინდეს ინდივიდუალური სენსორის მახასიათებლები და მათი დროში სტაბილურობა. ამდენად ტესტპულსერის მთავარი დანიშნულებაა გავტესტოთ მოდულების ვარგისიანობა. STS მოდულებმა უნდა აღიქვას საწყის პარამეტრები, რომლებზეც პულსერი იქნება დაყენებული და მოგვაწოდოს მათზე საჭირო ინფორმაცია. ამისთვის ჩვენ არდუინოს სამკეტო დაფის გამოყენებით შევქმენით ლაზერული ტესტ პულსერი, რომელზეც შეგვეძლო დაგვეყენებინა გარკვეული პარამეტრები (სიხშირე, ექსპოზიციის დრო და ა.შ). STS სენსორის მოდულიდან მიღებულ შედეგებს ვადარებდით საწყის პარამეტრებს. მეთოდით ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური სენსორის მგრძნობიარობის დადგენა მთელ სამუშაო ფართობზე და მისი გაჯერების ზღურბლის დადგენა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com