ka | en
TSU

მეხსიერების ეფექტის გავლენა სტოქასტურ რეზონანსზე

ავტორი: მარიამ მარტიაშვილი
ანოტაცია:

სტოქასტური რეზონანსი (SR) წარმოადგენს ფენომენს, რომლის დროსაც სიგნალი, რომელიც ჩვეულებრივ ძალიან სუსტია, იმისათვის რომ სენსორმა აღმოაჩინოს, შეიძლება გაიზარდოს სიგნალზე თეთრი ხმაურის დამატებით, რომელიც შეიცავს სიხშირეების ფართო სპექტრს. სიხშირეები თეთრ ხმაურში, რომელიც შეესაბამება ორიგინალური სიგნალის სიხშირეებს, რეზონანსდება ერთმანეთთან, აძლიერებს თავდაპირველ სიგნალს, ხოლო დანარჩენ თეთრ ხმაურს არ აძლიერებს, ამით გაზრდის სიგნალი-ხმაურის თანაფარდობას, რაც თავდაპირველ სიგნალს უფრო თვალსაჩინოს ხდის. სტოქასტური რეზონანსი ხშირად გამოიყენება არაწრფივ, ბისტაბილურ სისტემებში. ჩვენს მოხსენებაში განხილულია სწორედ ეს მეთოდი რომელსაც ვიყენებთ ენერგიის მისაღებად. პრეზენტაციაში მოყვანილი მოდელი, კერძოდ ორმაგი პოტენციური ორმო, აღწერს ხმაურის გავლენას სისტემაზე, რაც ნაჩვენებია რიცხვითი ექსპერიმენტების და მოდელირების საშუალებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com