ავტორიზაცია
MnSb2Te4 მაგნიტური თვისებების შესწავლა ეპრ სპექტროსკოპიის საშუალებით
ავტორი: გიორგი ჭკუასელიანოტაცია:
ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსი (ეპრ) არის მაგნიტურ ველში მოთავსებული პარამაგნიტური ნივთიერების მიერ ელექტრომაგნიტური ენერგიის რეზონანსული შთამთქმა. ეპრ-ის მოვლენა აღმოჩენილ იქნა ევგენი ზავოისკის მიერ 1944 წელს. ამ აღმოჩენამ სათავე დაუდო მაგნიტორეზონანსული სპექტროსკოპიის განვითარებას, რომელსაც უდიდესი გამოყენება აქვს თანამედროვე მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანი იყო ეპრ სპექტროსკოპიის გაცნობა და მისი გამოყენებით MnSb2Te4 შენაერთის მაგნიტური თვისებების შესწავლა. ჩატარდა MnSb2Te4 პოლიკრისტალური ნიმუშის ეპრ გაზომვები ტემპერატურის ფართო დიაპაზონში 30 - 300 კელვინი. მოხდა ამ ნივთიერებაში ეპრ სპექტრს ფორმის ანალიზი და მისი პარამეტრების ტემპერატურული დამოკიდებულების შესწავლა. მიღებული შედეგები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაძლევენ MnSb2Te4 შენაერთში არსებულ მაგნიტურ ურთიერთქმედებებზე და მათ ტემპერატურულ დამოკიდებულებაზე.