ავტორიზაცია

კონცენტრაციული ოსცილაციების კვლევა წყლიან სისტემაში მიმდინარე ბელოუსოვ-ჟაბოტინსკის რეაქციაში
ავტორი: ხათუთა ტყებუჩავასაკვანძო სიტყვები: რხევითი რეაქციები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ბელოუსოვ-ჟაბოტინსკის რეაქცია, ოსცილაციის სიხშირე, ინდუქციის პერიოდი
ანოტაცია:
შესწავლილია ბელოუსოვ-ჟაბოტინსკის ოსცილირებადი ქიმიური რეაქციის მიმდინარეობაზე წყალხსნარებში სხვადასხვა ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების დანამატების გავლენა. გამოკვლეულია აღნიშნული რეაქციის ინდუქციის პერიოდზე და ოსცილაციის სიხშირეზე არაიონური და იონური ბუნების ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ტილოქსაპოლის, ტრიტონ X-100 -ის, პლურონიკ F127-ისა და ნატრიუმის დიეთილჰექსილ სულფოსუქცინატის (AOT) კონცენტრაციის გავლენა. დადგენილია, რომ პოლიმერული ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ტილოქსაპოლისა და პლურონიკ F127-ის კონცენტრაციის ზრდისას რეაქციის ოსცილაციის სიხშირე და ინდუქციის პერიოდი იზრდება იმ დროს, როცა მონომერული ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების, კერძოდ, ტრიტონ X-100 -ისა და AOT-ის დანამატი რეაქციის ოსცილაციის სიხშირეს და ინდუქციის პერიოდის მნიშვნელობას ამცირებს.