ავტორიზაცია
სტუდენტების სეგმენტ დიზაინერი
ავტორი: გიორგი პატივაშვილითანაავტორები: ალექსანდრე ანდღულაძე
საკვანძო სიტყვები: ვებ აპლიკაცია, ჯავასკრიპტი, ენგულარი, აპაჩეს ჩარტები, C#, .net 6, MsSql
ანოტაცია:
სტუდენტების სეგმენტ დიზაინერი არის ვებ აპლიკაცია და ერთგვარი ხელსაწყო, რომელიც განკუთვნილია ლექტორებისთვის, რათა მათ შეძლონ სტუდენტების მარტივი სეგმენტირება. ლექტორებს შეუძლიათ ნახონ არქივი წლების/სემესტრების მიხედვით, რომელიც გამოსახული იქნება დიაგრამის სახით. საგნის და სემესტრის არჩევის შემდეგ გამოისახება სტუდენტების ცხრილი სხვადასხვა ფილტრებით. ეს საშუალებას მისცემს სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების. ამის დანერგვას აქვს ორი გამოყენებითი სახე: 1. ეს არის ლექტორის მთლიანი არქვივი, ერთგვარი პორთფოლიო, რომელიც მოიცავს მისი ყველა სტუდენტს. რაც გვაძლევს ანალიზის საშუალებას, სეგმენტებად დაყოფის შესაძლებლობას და მონაცემების რიცხვებში გამოსახვას. 2. ჩვენ შეგვიძლია ამ აპლიკაციის ნაწილი გადავაკეთოთ ოფენ-სორსად, ანუ სტუდენტისთვის ხელმისაწვდომად, რაც მას საშუალებას მისცემს დაინახოს ლექტორის და საგნის ზოგადი სურათი, რაც გაუმარტივებს საგნის/ლექტორის არჩევას