ka | en
TSU

სურსათის ქიმიური საფრთხეები

ავტორი: ანა თავართქილაძე
ანოტაცია:

ადამიანი სიცოცხლის მანძილზე ბევრი გამოწვევის წინაშეა, ერთ-ერთი მთავარს წარმოადგენს ჯანმრთელობის პრობლემები, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო ჩნდება, მათ შორის ისეთი საკვები ნივთიერებების მიღებით, რომლებიც არ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს. დაბინძურებული სურსათი შესაძლოა შეიცავდეს საშიშ ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს, ქიმიურ ნივთიერებსა და სხვა, რომელიც რიგ დაავადებს იწვევს, დიარეიდან კიბომდე. სურსათის ქიმიური საფრთხეები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. სურსათში ქიმიური დამაბინძურებლები შესაძლოა იყოს ბუნებრივი პროცესების შედეგი ან ხელოვნურად იქნას შეტანილი ადამიანის მიერ, სხვადასხვა მიზეზთა გამო. ქიმიურ საფრთხეებს წარმოადგენენ ბუნებრივი ტოქსინები, მძიმე მეტალები, პესტიციდები, არაავტორიზებული ვეტერინარული წამლები, გარემოს სხვადასხვა დამაბინძურებელი, საკვების მომზადების პროცესში წარმოქმნილი არასასურველი ნივთიერებები და სხვა. ცოცხალ არსებათა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისთვის მნიშვნელოვანია ქიმიური დამაბინძურებლების სიღრმისეული შესწავლა და მათი შემცირებისა და სრული აღმოფხვრის გზების ძიება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com