ka | en
TSU

უჯრედებში წყლის მდგომარეობა, თავისუფალი და სტრუქტურული წყალი ცოცხალ სისტემებში

ავტორი: დავით მაჩაიძე
საკვანძო სიტყვები: თავისუფალი, სტრუქტურული, წყალი, ორგანიზმში, შემადგენლობა, ფუნქციონირება
ანოტაცია:

ცოცხალი ორგანიზმის ყველაზე გავრცელებული შემადგენელი კომპონენტი არის წყალი. იგი უჯრედის ნივთიერებათა შორის რაოდენობრივად ყველაზე მეტია, თუმცა მისი შემცველობა სხვადასხვანაირია. უმეტეს შემთხვევაში წყალი მთელი უჯრედის 2/3 ნაწილს შეადგენს. წყლის დიდი შემცველობა უჯრედის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა.წყალი არის განმსაზღვრელი ფაქტორი უჯრედის ფიზიკური თვისებების, პლასტიკურობის და რაოდენობის. რაც უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს უჯრედში ნივთიერებათა ცვლა, მით მეტია მასში წყლის შემცველობა. უჯრედში არსებობს ორი სახის წყალი: თავისუფალი და ბმული. თავისუფალი წყალი უჯრედის 95%-ია ბმული კი 5%. თავისუფალი წყალი არ ახდენს იონების ჰიდრატაციას და მისი დახმარებით ხდება უჯრედებს შორის ნივთიერების ტრანსპორტირება, ხოლო ბმული წყალი შედის იონებთან რეაქციაში და ჰიდრატირებს წყალბადური ბმების საშუალებით. წყალი მონაწილეობს ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების და სხვა ნივთიერებების დაშლაში. დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვისას უჯრედი სასიცოცხლო ყველა თვისებას კარგავს და ნელდება ან ქვეითდება საციცოცხლო პროცესები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com