ka | en
TSU

N-ეთილპენტედრონის და მისი მეტაბოლიტების ენანტიოსელექტიური ბიოანალიზური მეთოდი დამუშავება სითხური ქრომატოგრაფია-მას სპექტრომეტრიის გამოყენებით

ავტორი: ეკატერინე წიკლაური
ანოტაცია:

ამ ნაშრომის მიზანია ბიოლოგიურ ნიმუშებში ნ-ეთილპენტედრონის (2-(ეთილამინო)-1-ფენილ-1-პენტანონი) და მისი მეტაბოლიტების ენანტიოსელექტიური ბიოანალიზური მეთოდის დამუშავება სითხური ქრომატოგრაფია-ტანდემური მას სპექტრომეტიის გამოყენებით. კვლევის მიზანი იყო ნ-ეთილპენტედრონის ფამაკოკინეტიკური პროფილის შესწავლა, მეტაბოლიტების იდენტიფიკაცია და ამ პროცესზე ენანტიოსელექტიური დაკვირვება. ნ-ეთილპენტედრონის ენანტიომერების დაყოფა ყველაზე ეფექტურად მოხერხდა ცელულოზა-1 ტიპის ქირალურ სვეტზე. მოძრავ ფაზად გამოყენებული იყო მეთანოლი და წყალი 70:30 მოცულობითი თანაფარდობით 5 მილიმოლური ამონიუმის აცეტატის დანამატით. საკვლევი ნივთიერებისა და მისი მეტაბოლიტების გასაანალიზებლად, ექსპერიმენტი ჩატარდა პაციენტთა ნერწყვის ნიმუშების გამოყენებით. კვლევაში კი გამოვიყენეთ მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია-ტანდემური მას სპექტრომეტრი. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია - ტანდემური მას სპექტრომეტრიის გამოყენებით შესაძლებელია აღნიშნულ ნიმუშებში როგორც ნ-ეთილპენტედრონისა რაოდენობრივი განსაზღვრა, ისე მისი მეტაბოლიტების ენანტიოსელექტიური ანალიზი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com