ka | en
TSU

„ნიტროზო (N=O) ჯგუფის შემცველი N-β-ბუტენბენ-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილამინის სინთეზი

ავტორი: ანა მარია ბერიძე
საკვანძო სიტყვები: N-β-ბუტამბენ- D-გლუკოპირანზილამინი, N-β-ბუტამბენ–2, 3, 4, 6–ტეტრა–O-აცეტილ–D-გლუკოპირანო¬ზილამინის სინთეზი, N-ნიტროზო-N-β-ბუტამბენ-2, 3, 4, 6-ტეტრა–O-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილამინის სინთეზი.
ანოტაცია:

ანოტაცია ანა-მარია ბერიძე ნიტროზო (N=O) ჯგუფის შემცველი N-β-ბუტენბენ-2,3,4,6- ტეტრა-O-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილამინის სინთეზი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ი.ჭავჭავაძის პრ .3 ცნობილია, რომ აზოტის ოქსიდი (NO) მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედული მეტაბოლიზმის რეგულაციაში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნისა და პროგრესირებისაგან დაცვაში. NO ასევე შეუძლია აღმოფხვრას უჯრედში პათოგენები და დაბლოკოს ვირუსების რეპლიკაცია. ასევეც ნობილია, რომ ლეიკოციტებიდან მიღებულ NO-ს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი. ნიტროზო (N=O) ჯგუფის შემცველი ნახშირწყლების წარმოებულების სინთეზი პერსპექტიულ კვლევით მიმართულებას წარმოადგენს ახალი ტიპის NO–ს დონორი ნაერთის გამვლენის თვალსაზრისით. წარმოდგენილი ნაშრომის მიზანი იყო ნიტროზო (N=O) ჯგუფისშემცველი N-β-ბუტენბენ-2,3,4,6- ტეტრა-O-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილამინისსინთეზი.პირველ ეტაპზე D-გლუკოზის (1) ბუტამბენთან კონდენსაცით სინთეზირებულ იქნა N-β-ბუტამბენ-D-გლუკოპირანოზილამინი (2), რომლის შემდგომი აცეტილირებით და ნიტროზირებით მიღებულ იქნა საბოლოო პროდუქტი N–ნიტროზო-N-β-ბუტამბენ- 2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილამინი (4). რეაქციები მიმდინარეობდა შემდეგი სქემის მიხედვით: სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკო–ქიმიური მეთოდებით.


მიმაგრებული ფაილები:

Synthesis of Nitroso (N=O) GroupContaining N-β-butamben-2,3,4,6-tetra-O-acetyl-D-glucopyranosylamine Department of Chemistry [en]
ნიტროზო (N=O) ჯგუფის შემცველი N-β-ბუტენბენ-2,3,4,6- ტეტრა-O-აცეტილ-D-გლუკოპირანოზილამინის სინთეზი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com