ka | en
TSU

N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილამინის კონდენსაციის რეაქცია გლიცილ-გლიცინის ეთილესტერის ჰიდროქლორიდთან

ავტორი: ნანული ჩუტკერაშვილი
საკვანძო სიტყვები: N-(4-კარბოქსიფენილ)-2, 3, 4, 6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილამინის სინთეზი, მიღებული N-გლიკოზილამინის შემდგომი აცეტილირება, N-(4-კარბოქსიფენილ)-2, 3, 4, 6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილ– ამინის L-გლიცინის ეთილესტერის ჰიდროქლორიდთან კონდენსაცია, სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკურ–ქიმიური მეთოდებით.
ანოტაცია:

ანოტაცია ნანული ჩუტკერაშვილი N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილამინის კონდენსაციის რეაქცია გლიცილგლიცინის ეთილესტერის ჰიდროქლორიდთან ივ.ჯავახიშვილისსახელობისთბილისისსახელმწიფოუნივერსიტეტი ი.ჭავჭავაძისგამზ.3 ნახშირწყლების ქიმიის თანამედროვე კვლევები მზარდ გამოყენებას პოულობს ახალი მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკური მეთოდების შექმნისათვის. ნახშირწყლების ფრაგმენტების შეყვანა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების მოლეკულებში იწვევს მათი ფიზიოლოგიური მოქმედების მიმართულების შეცვლას, კერძოდ, უჯრედში მიზანმიმართული ტრანსპორტირებისა და შეღწევადობის ოპტიმიზაციას, წყალში ხსნადობის გაზრდას, ტოქსიკურობის შემცირებას, მოქმედების ვადის გახანგრძლივებას. ამგვარი სტრუქტურული ცვლილებები იწვევს პრეპარატების მოქმედების უნარის კომპლექსურ ცვლილებას, ზოგ შემთხვევაში გაუმჯობესებასაც კი. ნახშირწყლების სხვადასხვა მოდიფიცირებული წარმოებულები და მათი ბიოლოგიური მოქმედების სპექტრის შესწავლა ნახშირწყლების ქიმიის აქტუალურ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენისამუშაოსმიზანსწარმოადგენდაN-(4-კარბოქსიფენილ)-β-D-გლუკო¬პირა-ნოზილ- ამინისწარმოებულებისსინთეზი. N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილამინის სინთეზიგანხორციელებულ იქნა D-გლუკოზის 4-ამინობენზოის მჟავასთან კონდენსაციით 96%–იანი მეთანოლის არეში, კატალიზატორის ყინულოვანი ძმარმჟავას თანაობისას 80C ტემპერატურაზე გაცხელებით და მიღებული N-გლიკოზილამინის შემდგომი აცეტილირებით. N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილ– ამინის L-გლიცინის ეთილესტერის ჰიდროქლორიდთან კონდენსაციით N,N'-დიციკლო¬ჰექსილკარბოდიიმიდისა და ტრიეთილამინის თანაობისას 0C ტემპერატურაზე, პირველად იქნა მიღებული N-[4-N’-(2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილ)]ამინო¬ბენზოილ-L-გლიცილგლიცინის ეთილესტერი. სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკურ–ქიმიური მეთოდებით.


მიმაგრებული ფაილები:

N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილამინის კონდენსაციის რეაქცია გლიცილგლიცინის ეთილესტერის ჰიდროქლორიდთან [ka]
The condensation reaction of N-(4-carboxyphenyl)-2,3,4,6-tetra-O-acetyl-β-D-glucopyranosylamine with glycyl-glycine ethyl ester hydrochloride [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com