ka | en
TSU

ვინილტრიმეთოქსისილანის ფრიდელ-კრაფცის ალკილირების რეაქცია სტიროლთან და კომპოზიციური მასალები მის ბაზაზე

ავტორი: შოთა ჩიხლაძე
საკვანძო სიტყვები: ტრიმეთოქსი(ვინილფენეთილ)სილანი, ალკილირების რეაქცია, იწ და ბმრ სპექტროსკოპია
ანოტაცია:

შესწავლილია სტიროლის ვინილტრიმეთოქსისილანთან ფრიდელ კრაფცის რეაქციები და მიღებულია შესაბამისი ალკილური მიერთების პროდუქტი ტრიმეთოქსი(ვინილფენეთილ)სილანი. სინთეზირებული პროდუქტის შედგენილობა და აღნაგობა დადგენილია მოლეკულური მასის და მოლეკულური რეფრაქციის განსაზღვრით, იწ, 1H, 13C, ჰეტერო Cozy და 29Si ბმრ სპექტრების საშუალებით. ლიტერატურაში არსებული მონაცემებიდან გამომდინარე ვთვლით, რომ ფრიდელ-კრაფცის ალკილირების რეაქცია მიმდინარეობს ორთო- და პარა-მიერთების იზომერული პროდუქტების ნარევის წარმოქმნით. ბმრ სპექტრის სიგნალების მიკუთვნება პარა- ან ორთო-მიერთების პროდუქტებისათვის გაძნელებულია. ვინაიდან ადგილი აქვს ამ სიგნალების ურთიერთ გადაფარვას. ბმრ სპერტრები ჩვენს მიერ შესწავლილია სხვადასხვა პროგრამებით: ChemBioDraw Ultra, Mestre Nova და 1H ბმრ სპექტრების იმიტირებული შესწავლის მეთოდებით, რომელთა გამოყენებით დადასტურებულია სიგნალების გადაფარვა. კომპოზიციური მასალები დამზადებული იქნა ცხლად დაპრესვის მეთოდით დიკუმილის ზეჟანგის თანაობისას რის შედეგადაც ხდება ტრიმეთოქსისილილირებული სტიროლის “in situ“ პოლიმერიზაცია შემავსებლში - ფიჭვის ხის ნახერხში. სხვადასხვა ტემპერატურებზე ტრიმეთოქსისილილირებული სტიროლის და ნახერხის მასური თანაფარდობა იყო 5:95, და მიღებულია ეკოლოგიურად უსაფრთხო ხის პოლიმერული კომპოზიტები. შესწავლილია კომპოზიტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები. დადგენილია, რომ კომპოზიტის დაპრესვის ტემპერატურის გაზრდასთან ერთად მცირდება კომპოზიტების წყალშთანთქმა; იზრდება სიმტკიცის ზღვარი გაღუნვაზე და დარტყმითი სიბლანტის მნიშვნელობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com