ka | en
TSU

მრავალშრიანი გარემოს გამოკლვევა ოპტიკური სპექტროსკოპიის მეთოდით - მოდელირება და ექსპერიმენტი

ავტორი: ლუკა წულუკიძე
საკვანძო სიტყვები: ფოტონები, ფოტონების დიფუზია, მონტე კარლოს მეთოდები, სპექტროსკოპია, ტრენდმოცილებული ფლუქტუაციური ანალიზი, ფოტოპლეტისმოგრაფია, სპექტრალური ანალიზი
ანოტაცია:

ნაშრომის ფარგლებში განვიხილეთ სინათლის მრავალშრიან გარემოში გავრცელების მოდელირება მონტე-კარლოს მეთოდის გამოყენებით, რისი საშუალებითაც შევძელით გამოგვეკვლია სხვადასხვა გარემოს ოპტიკური მახასიათებლები. ჩვენი მიზანი იყო შეგვედარებინა ჩვენი ჯგუფის (თსუ - ს მოდელირების სტუდენტური ლაბორატორია და კიბერნეტიკის ინსტიტუტის ოპტიკის განყოფილება) მიერ ექსპერიმენტულად მიღებული ადამიანის კანის არეკვლის სპექტრები მოდელის მეშვეობით მიღებულ შედეგებთან. სიმულირებული სპექტრები ემთხვევა ექსპერიმენტულად მიღებულ შედეგებს, რისი მეშვეობითაც ვიგებთ ჯანმრთელი ადამიანის კანის ოპტიკურ მახასიათებლებს. ამასთან, ჩვენ დავაკვირდით ფოტონთა ანომალური და ნორმალური დიფუზიების რეჟიმებს მრავალშრიან, ერთგვაროვან, ანიზოტროპულ და იზოტროპულ გარემოში, ასევე, შევადარეთ ანალიზურად და ჩვენი მოდელის მეშვეობით მიღებული დიფუზიის კოეფიციენტები, მივიღეთ დამთხვევა მაღალი სიზუსტით. ასევე, ჩვენს მიზანს წარმოადგენდა დაგვემუშავებინა ჩვენი ჯგუფის მიერ ჩაწერილი PPG სიგნალები, რაც წარმოადგენს ადამიანის კანიდან არევკლილი სინათლის ინტენსივობის მოდულაციებს. ამისათვის გამოვიყენეთ სპექტრალური ანალიზისა (ფურიე და ვეივლეტ ანალიზი) და სხვა კომპლექსური დამუშავების მეთოდები, როგორიცაა ტრენდმოცილებული ფლუქტუაციური ანალიზი.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com