ka | en
TSU

მაკრომოლეკულების კვლევის ქრომატოგრაფიული მეთოდი

ავტორი: ნიკა ჯაშაშვილი
ანოტაცია:

ქრომატოგრაფია ნარევების კომპონენტებად დაყოფის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და უნივერსალურ მეთოდს წარმოადგენს. ფართეა მისი გამოყენების სპექტრი: მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგები, სამედიცინო სფერო, ეკოლოგიური სამსახური და ა.შ. ქრომატოგრაფიულად შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი აირადი, თხევადი და მყარი (გახსნილ მდგომარეობაში) ნივთიერება. ქრომატოგრაფიულად შეიძლება გადაჭრილ იქნეს მსგავსი შედგენილობისა და თვისებების მქონე ნივთიერებათა ნარევის დაყოფა.ქრომატოგრაფიული მეთოდის მთავარი მიმართულებაა რთული შედგენილობის არაორგანული და ორგანული ნარევების დაყოფა. გარდა ამისა, მეთოდი ფართედ გამოიყენება ნივთიერებათა გასუფთავებისთვის, კონცენტრირებისთვის, იდენტიფიკაციისთვის, მათი აღნაგობის და შედგენილობის შესასწავლად.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com