ავტორიზაცია

N-ეთილპენტედრონისა და მისი ფაზა 1 მეტაბოლიტების ენანტიომერების ანალიზის მეთოდების დამუშავება სითხური ქრომატოგრაფია-მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით
ავტორი: ალუდა ჭელიძესაკვანძო სიტყვები: ენანტიომერები, მეტაბოლიტები, ენანტომერების დაყოფა, ფაზა 1 მეტაბოლიტების დაყოფა
ანოტაცია:
კვლევის მიზანი არის ადამიანის ნერწყვისა და შარდის ნიმუშებში პენტედრონის (N-ეთილპენტედრონი) და მისი ფაზა 1 მეტაბოლიტების ენანტიომერების მეთოდის ანლიზის დამუშავება სითხური ქრომატოგრაფია-მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით. დღეისათვის ახალი ფსიქოაქტიური საშუალებების რაოდენობა მუდმივად იზრდება. მათი უმრავლესობა ქირალურ ნივთიერებებს წარმოადგენს და რამდენიმე პუბლიკაცია ეხება მათი ენენტიმერების განსხვავებულ ფარმაკოლოგიურ და ტოქსიკოლოგიურ თვისებებს. აქედან გამომდინარე სასამართლო ექსპერტიზაში ენანტიოსელექტიური ანალიზის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მოცემულ ნაშრომში ექსპერიმენტისთვის გამოყენებული ნივთიერება, N-ეთილპენტედრონი, აღნიშნულ ჯგუფს მიეკუთვნება. თავდაპირველად გაკეთებული სკრინინგის შედეგების გაანალიზების შემდეგ შევარჩიეთ ცელულოზა ტრის(3,5-დიმეთილფენილკარბამატი)-ის სილიკაგელზე დაფენით მომზადებული ქირალური სტაციონარული ფაზა, ხოლო მოძრავ ფაზად გამოვიყენეთ მეთანოლი და წყალი 70:30 მოცულობითი თანაფარდობით 5 მილიმოლური ამონიუმის აცეტატის დამატებით. აღნიშნულ პირობებში, კვლევის მიზნიდან გამომდინარე, შევისწავლეთ N-ეთილპენტედრონის ფარმაკოკინეტიკური პროფილი პაციენტთა ნიმუშებში, ასვე გავაკეთეთ ფაზა 1 მეტაბოლიტების იდენტიფიკაცია და რაოდენობრივად განვსაზღვრეთ საკვლევი ნივთიერების შემცველობა. რაც შეეხება მეტაბოლიტების ენანტიომერულად დაყოფას, ამისათვის რამდენიმე მოძრავი და უძრავი ფაზის გამოყენება გახდა აუცილებელი. ექსპერიმენტის შედეგებიდან გამომდინარე, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია-მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით, შესაძლებელია N-ეთილპენტედრონის როგორც თვისობრივი ასევე რაოდენობრივი ანალიზის ჩატარება, ისევე როგორც მისი ფაზა-1 მეტაბოლიტების ენანტიომერების და სტერეოიზომერების დაყოფა.