ავტორიზაცია

ბედაქილინისა და ლინეზოლიდის ფარმაკოკინეტიკის კვლევა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში.
ავტორი: ნიკოლოზ შურღაიასაკვანძო სიტყვები: ტუბერკულოზი, ფარმაკოკინეტიკა, ბედაქილინი, ლინეზოლიდი, პრეტომანიდი, სითხური ქრომატოგრაფია, მას-სპექტრომეტრია
ანოტაცია:
ყოველ წელს ტუბერკულოზით 1.5 მილიონი ადამიანი იღუპება მსოფლიოში. გარდაცვლილთა 15%-ის გარდაცვალების მიზეზი რრ-ტბ ან მრ-ტუბერკულოზია. საქართველოში მრ-ტბ-ის მკურნალობისთვის ლინეზოლიდსა და ბედაქილინს 2015 წლიდან გამოიყენებენ. 2023 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა ტუბერკულოზის მართვის ახალი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ტუბერკულოზის ალიანსის(TB Alliance) მიერ შემუშავებული 6 თვიანი BPAL/BPALM მკურნალობის რეჟიმი გახდა ძირითადი რეჟიმი მრ-ტბ-ის მკურნალობისთვის. ეს რეჟიმი შედგება ბედაქილინისგან, პრეტომანიდისა და ლინეზოლიდისგან, მოქსიფლოქსაცინით ან მოქსიფლოქსაცინის გარეშე. ამ ოთხი წამლიდან, ლინეზოლიდის მოხმარება, მისი ვიწრო თერაპიული დიაპაზონიდან და მაღალი ტოქსიკურობიდან გამომდინარე, უკავშირდება სხვადასხვა თანამდე მოვლენებს და მათ ხშირ გამოვლინებას. შედარებით განვითარებულ ქვეყნებში, პაციენტები, რომლებიც იღებენ ლინეზოლიდს, გადიან მედიკამენტების თერაპიულ მონიტორინგს(მთმ). დღეის მონაცემებით, საქართველოში პაციენტები ლინეზოლიდს იღებენ მთმ-სა და დოზის კორექციის გარეშე. კვლევას გააჩნია შემდეგი მიზნები: მიზანი 1 სითხურ-ქრომატოგრაფიულ-მასსპექტრომეტრული მეთოდის შემუშავება ბედაქილინის, პრეტომანიდისა და ლინეზოლიდის ერთდროული რაოდენობრივი განსაზღვრისათვის. მიზანი 2 პაციენტთა შრატში ლინეზოლიდის მინიმალური კონცენტრაციების დადგენა. ეს ნაშრომი, წარმოადგენს რა ლინეზოლიდის ფარმაკოკინეტიკის კვლევის შედეგებს, მიზნად ისახავს საქართველოში ლინეზოლიდის მთმ-სა და ინდივიდუალიზირებული მკურნალობის საჭიროებისთვის ნიადაგის მოსინჯვას. ეს, თავის მხრივ, დასაყრდენს მისცემს მკვლევრებსა და კლინიცისტებს, რათა უკეთ იმსჯელონ ლინეზოლიდის მთმ-ის აქტუალობაზე საქართველოში.
მიმაგრებული ფაილები:
ბედაქილინისა და ლინეზოლიდის ფარმაკოკინეტიკის კვლევა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. [ka]