ავტორიზაცია

კლეფედრონის და მისი მეტაბოლიტების ენანტიოსელექტიური ბიოანალიზური მეთოდის დამუშავება სითხური ქრომატოგრაფია-მას სპექტრომეტრიის გამოყენებით
ავტორი: დიანა ქართლელიშვილიანოტაცია:
ნაშრომის მიზანია ადამიანის სისხლის, ნერწყვისა და შარდის ნიმუშებში კლეფედრონის (1-(4-ქლოროფენილ)-2-(მეთილამინო)-1-პროპანონი (4-ქლორმეთკათინონი, 4-CMC,პარა-ქლორო-მეთკათინონი) და მისი მეტაბოლიტების ენანტიოსელექტიური ბიოანალიზური მეთოდის დამუშავება სითხური ქრომატოგრაფია-ტანდემური მას სპექტრომეტრიის გამოყენებით. კლინიკური ნიმუშების საფუძველზე, ჩვენი მიზანი იყო კლეფედრონის ფარმაკოკინეტიკური პროფილის შესწავლა პაციენტთა ნიმუშებში და ასევე მისი მეტაბოლიტების იდენტიფიკაცია და ენანტიოსელექტიური დაკვირვება. თავდაპირველად კლეფედრონის სკრინინგი გავაკეთეთ რამდენიმე უძრავი და მოძრავი ფაზის გამოყენებით. მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია-მასსპექტრომეტრის ექსპერიმენტში მოძრავ ფაზად გამოყენებული იყო მეთანოლი და ამონიუმის ბიკარბონატის ბუფერი 90:10 მოცულობითი თანაფარდობით (ბუფერის pH-11.0) და აცეტონიტრილი-წყალი 97:3 თანაფარდობით 5 მილიმოლური ამონიუმის აცეტატის დანამატით. ნაშრომის მთავარი საკვლევი კითხვა შემდეგნაირადაა დასმული: რამდენად არის შესაძლებელი მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია - ტანდემური მას სპექტრომეტრიის გამოყენებით სისხლის, ნერწყვისა და შარდის ნიმუშებში კლეფედრონისა და მისი მეტაბოლიტების კვალის განსაზღვრა? საკვლევ კითხვაზე პასუხის გასაცემად ექსპერიმეტი ჩატარდა პაციენტთა ბიოლოგიური ნიმუშების გამოყენებით. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია - ტანდემური მას სპექტრომეტრიის გამოყენებით შესაძლებელია აღნიშნულ ნიმუშებში კლეფედრონისა მათი მეტაბოლიტების განსაზღვრა.