ka | en
ავტორიზაცია

უნივერსიტეტის ცხრილების მაოპტიმიზირებელი პროგრამა
ავტორი: ჟანა ორკოდაშვილითანაავტორები: ჯიბუტი დიმიტრი, პეტრიაშვილი სალომე, ჯვარშეიშვილი ნიკა
საკვანძო სიტყვები: უნივერსიტეტის ცხრილების შექმნა, ცხრილების ოპტიმიზაცია, მათემატიკური მოდელირება, გენეტიკური ალგორითმები
ანოტაცია:
უმაღლესი განათლების სფეროში უმნიშვნელოვანესია რესურსების ეფექტური მართვა შეუფერხებელი და პროდუქტიული სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად. ამისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საუნივერსიტეტო ცხრილების ოპტიმიზაცია. ამ ამოცანასთან დაკავშირებული სირთულეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ შევქმენით საუნივერსიტეტო კურსების ცხრილის მაოპტიმიზირებელი პროგრამა.