ka | en
TSU

სითხური ქრომატოგრაფიის ახალი მეთოდის დამუშავება აქტიურ ფარმაცევტულ სუბსტაციებსა და მზა სამკურნალო საშუალებებში იზონიაზიდის რაოდენობრივი ანალიზის და მინარევების განსაზღვრისთვის.

ავტორი: ნინო ტაბატაძე
ანოტაცია:

იზონიაზიდი აინჰიბირებს დნმ-დამოკიდებულ რნმ-პოლიმერაზას და ამუხრუჭებს ტუბერკულოზის მიკობაქტერიების უჯრედის მიკოლების მჟავების სინთეზს. პრეპარატს გააჩნია მაღალი ბაქტერიოსტატიკური აქტივობა ტუბერკულოზის მიკობაქტერიების მიმართ, მათი ზრდის შეჩერებით. იზონიაზიდი განსაკუთრებით ეფექტურია ტუბერკულოზის მწვავე და აქტიურად მიმდინარე ფორმის სამკურნალოდ და შეტანილია ყველა ქვეყნის ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინში. იზონიაზიდის შემცველ ფარმაცევტულ პროდუქტებში ხარისხის კონტროლის ეტაპზე აუცილებელია აბში იზონიაზიდის რაოდენობრივი ანალიზი და მინარევების განსაზღვრა. ამჟამად იზონიაზიდის ხარისხის კონტროლის პროცესში გამოყენებულ ფარმაკოპეულ მეთოდებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით გააჩნიათ ხარვეზები, კერძოდ, მეთოდი არ არის განმეორებადი და სტაბილური, რის გამოც მჯო-ს მიერ მოთხოვნილ იქნა ახალი მეთოდის დამუშავება. სამაგისტრო ნაშრომის მიზანს წარმოადგენს, აქტიურ ფარმაცევტულ სუბსტაციებსა და მზა სამკურნალო საშუალებებში იზონიაზიდის რაოდენობრივი ანალიზის და მინარევების განსაზღვრისთვის სითხური ქრომატოგრაფიის ახალი, სტაბილური და განმეორებადი მეთოდის დამუშავება. ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტებით გამოიცადა სხვადასხვა მწარმოებლების ოქტადეცილ სილიკაგელის საფუძველზე მომზადებული სხვადასხვა პარამეტრების, კერძოდ სვეტის სიგრძე და დიამეტრი, სტაციონარული ფაზის ნაწილაკების და ფორების ზომა, ანალიზური სვეტები და შეირჩა დასმული ამოცანის გადასაწყვეტად ოპტიმალური მახასიათებლის სვეტი, რის შემდეგაც აღნიშნულ სვეტზე მოხდა ოპტიმალური მოძრავი ფაზების და გრადიენტის შერჩევა. ჩატარდა ახალი მეთოდის ვალიდაცია და დადასტურებულ იქნა, რომ ის არის სტაბილური, განმეორებადი და სანდო მეთოდი და მასზე დაყრდნობით ჩატარებული იზონიაზიდის და მისი მინარევების განსაზღვრა აქტიურ ფარმაცევტულ სუბსტანციებსა და მზა სამკურნალო საშუალებებში იძლევა სანდო და სარწმუნო შედეგებს.


მიმაგრებული ფაილები:

სითხური ქრომატოგრაფიის ახალი მეთოდის დამუშავება აქტიურ ფარმაცევტულ სუბსტაციებსა და მზა სამკურნალო საშუალებებში იზონიაზიდის რაოდენობრივი ანალიზის და მინარევების განსაზღვრისთვის. [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com