ka | en
TSU

პროპიკონაზოლის სტერეოიზომერების დაყოფის მეთოდების დამუშავება სითხური ქრომატოგრაფიის გამოყენებით

ავტორი: კესო რაფავა
ანოტაცია:

პროპიკონაზოლი წარმოადგენს 1,2,3-ტრიაზოლის კლასის ფუნგიციდს, რომელიც გამოიყენება სოკოვანი დაავადებების, ჟანგას და ნაცრის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა კულტურებში. ის ქირალური ნაერთია და აქვს 4 სტერეოიზომერი 2R,4S; 2S,4R; 2R,4R; 2S,4S. 2S აბსოლუტური კონფიგურაციის მქონე იზომერები ერგოსტეროლის ბიოსინთეზის უფრო ეფექტური ინჰიბიტორები არიან, ვიდრე შესაბამისი 2R იზომერები. ასევე სხვადასხვა პათოგენური სოკოს სახეობები განსხვავებულად რეაგირებენ თითოეული სტერეოიზომერის მიმართ. ეს ინტერესს აჩენს მათი თვისებების სიღრმისეული კვლევისა და ასევე ენანტიომერების დაყოფის მეთოდების შემუშავების მიმართულებით. წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს სითხური ქრომატოგრაფის გამოყენებით ისეთი მეთოდის დამუშავება, რომელიც პროპიკონაზოლის სტერეოიზომერების ეფექტური დაყოფის საშუალებას მოგვცემს. ამ მიზნის მისაღწევად შევისწავლეთ პროპიკონაზოლის სტერეოიზომერების დაყოფა პოლისაქარიდის საფუძველზე დამზადებული სხვადასხვა ქირალური სვეტის და სხვადასხვა მოძრავი ფაზის გამოყენებით. ანალიზის შედეგად მიღებული დაყოფის პარამატრების მიხედვით მეთოდის ვალიდაციისთვის შეირჩა Lux i-Amylose-3 სვეტი მოძრავი ფაზით EtOH/H2O/Amonium acetate 70/30/5 mM.


მიმაგრებული ფაილები:

პროპიკონაზოლის სტერეოიზომერების დაყოფის მეთოდების დამუშავება სითხური ქრომატოგრაფიის გამოყენებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com