ავტორიზაცია

ფუძე ბუნების ზოგიერთი ქირალური ნივთიერების ენანტიომერების დაყოფა კაპილარულ ელექტროფორეზში და დაყოფის მექანიზმების გამოკვლევა
ავტორი: ნინო ჯაჯანიძეანოტაცია:
ცნობილია, რომ ბიოლოგიური პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი დაფუძნებულია ქირალურ ამოცნობაზე. ამიტომ, აღნიშნული ამოცნობის მექანიზმები ფართოდ არის შესწავლილი და ამ მხრივ, დღითიდღე იხვეწება კვლევის მეთოდები. ასეთი კვლევების ერთ-ერთი ღირებული ინსტრუმენტული მეთოდია კაპილარული ელექტროფორეზი. მოცემული კვლევის ფარგლებში კაპილარული ელექტროფორეზის მეთოდის გამოყენებით ვიკვლევდით ფუძე ბუნების ზოგიერთ ნივთიერების დაყოფასა და დაყოფის მექანიზმებს. იქიდან გამომდინარე, რომ არც ელექტროფორეზული და არც ელექტროოსმოსური ძვრადობები არ არის საკმარისი დაყოფების მისაღებად, საჭიროა ქირალური სელექტორის დამატება. ამ მიზნით კვლევისას გამოვიყენეთ ბუნებრივი და ჩანაცვლებული ციკლოდექსტრინები. ციკლოდექსტრინებს შეუძლიათ შერჩევითად შეიკავშირონ ენანტიომერები და ამით გამოიწვიონ მათი მიგრაციის სიჩქარის განსხვავება. მიგრაციის რიგის შესასწავლად ენანტიომერები დაიყო მაღალეფექტური თხევადი ქრომატოგრაფიის (HPLC) გამოყენებით. ამის შემდეგ კი, ჩატარდა CE ანალიზი ენატიომერით გამდიდრებული ნიმუშის გამოყენებით. დაყოფის ელექტროფორეზული მეთოდის დიდი უპირატესობა არის ის, რომ შეგვიძლია ისეთი ნატიფი მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებების შესწავლა, რომელიც ენერგიათა მცირე განსხვავების გამო, არცერთ სხვა მეთოდში არ არის შესაძლებელი. ნაშრომში წარმოდგენილია მიანსერინის, ნომიფენსინის, პრიმაქვინის და მეტოფოლინის კვლევის შედეგები.