ka | en
TSU

ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით დაავადებული პირების ცხვირ-ხახის მიკროფლორის, მათი ანტიბიოტიკო და ფაგომგრძობელობის შესწავლა.

ავტორი: ირა ჯიყაავილი
ანოტაცია:

ლიტერატურაში მწირეა მონაცემები ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიით (ქლლ) დაავადებული პაციენტების ბაქტერიული ინფექციების გამომწვევი პათოგენების კვლევის შესახებ. ასევე მწირია მონაცემები ქლლ პაციენტებში პათოგენური მიკროორგანიზმების ანტიბიოტიკომგრძნობელობის მაჩვენებლებზე. ვიანაიდან ქლლ-ს დროს ინფექციური გართულებები მჭიდროდ უკავშირდება ლეტალურ მაჩვენებლებს, ინტერესი ამ პათოგენური აგენტების მიმართ დიდია. კვლევა მოიცავს ქლლ პაციენტების ცხვირ-ხახიდან გამოყოფილი მიკროორგანიზმის ინდენტიფიკაციას და მის გასანეიტრალებელ მკურნალობის ეფექტური გზების ძიებას. საქართველოში არ არსებობს მონაცემები, ქლლ პაციენტებისგან გამოყოფილი პათოგენურ მიკროორგანიზმებზე ფაგოთერაპიით ზემოქმედების შესახებ. კვლევის მიზანია ქლლ პაციენტების ზედა სასუნთქი გზების მიკროფლორის ანალიზი ქიმიოთერაპიის ალტერნატიული მკურნალობის საშუალებით ჩანაცვლების შესაძლებლობის შეთავაზების მიზნით. ამ მიზნით ჩვენი კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო 22 ქლლ პაციენტის (საშუალო ასაკი 65 წელი) და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის ჯანმრთელი მოხალისე 7 პირის ცხვირ-ხახის მიკროფლორა, ანტიბიოტიკო და ფაგომგრძნობელობის განსაზღვრით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქლლ პაციენტების ცხვირ-ხახის მიკროფლორის 51%-ს შეადგენს პათოგენური მიკროორგანიზმები, მაშინ როდესაც ჯანმრთელ, საკონტროლო ჯგუფში ეს მაჩვენებელი 33%-ია. ამავდროულად, ქლლ პაციენტებში, არა მხოლოდ მომატებულია პათოგენური ფლორა, არამედ ეს უკანასკნელი გამოირჩევა მრავალფეროვნებითაც - აქ წარმოდგენილია არა მხოლოდ პათოგენური კოკები, ჩხირები (E.coli) და ბაცილები, არამედ სოკოვანი შტამებიც - ასპერგილუსები და Candida, რაც არ აღინიშნება ჯანმრთელი პირების ზედა სასუნთქ გზებში, მათი ფლორა მეტად ერთგვაროვანია. თერაპიული მიზნებისთვის ყველაზე ეფექტური ანტიბიოტიკები აღმოჩნდა ლინეზოლიდი, და მოქსიფლოქსაცინი. ყველაზე მაღალი მიკრობული რეზისტენტობა კი გამოვლინდა ვანკომიცინისა და ტობრამიცინის პრეპარატებზე. ჯანმრთელ პირებში და ქლლ პაციენტებში ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული მიკროფლორის ფაგომგრძნობელობის განსაზღვრისათვის ჩვენს მიერ გამოყენებული იქნა 5 სხვადასხვა კომერციული ბაქტერიოფაგი. იზოლირებული შტამების მიმართ არცერთ კომერციულ ფაგს აქტივობა არ გამოუვლინდა არც ჯანმრთელი პირების ცხვირ-ხახის ნაცხებიდან გამოყოფილი მიკროფლორის, და არც ქლლ მქონე პირების მიკროფლორის მიმართ შესაბამისად, ჩვენი კვლევის შედეგად შეგვიძია დავასკვნათ, რომ ქლლ მქონე პირების ზედა სასუნთქ გზებში პათოგენური ფლორის მაღალი მაჩვენებლის ფონზე ყველაზე ეფექტურ სამკურნალო მიდგომად კვლავ რჩება ანტიბიოტიკოთერაპია, კერძოდ ფტორქინოლების და ოქსაზოლიდინონების ჯგუფის პრეპარატები, ვინაიდან, ალტერნატიული მკურნალობა კომერციული ბაქტერიოგაფების სახით ვერ ანაცვლებს ქიმიურ პრეპარატებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com