ka | en
TSU

Morganella morganii-ის ახალი vB-Mm5 ბაქტერიოფაგის გამოყოფა და შესწავლა

ავტორი: თამუნა ბაძგარაძე
ანოტაცია:

Morganella morganii წარმოადგენს ნორმალური ნაწლავური მიკრობიომის წარმომადგენელს, მაგრამ ზოგჯერ შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ნოზოკომიალური დაავადებები როგორიცაა: მენინგიტი, სეფსისი, ენდოფთალმიტი, ართრიტი და სხვა. ამ ბაქტერიით გამოწვეული დაავადებების მართვა გართულებულია გაზრდილი ანტიბიოტიკორეზისტენტობის გამო, რასაც ართულებს ის ფაქტი, ეს ბაქტერია ბუნებრივად რეზისტენტულია მრავალი ზოგიერთი ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ,მათ შორის ბუნებრივად რეზისტენტულია ფოსფომიცინის მიმართ. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული სახეობების სწრაფი გავრცელების გამო განახლდა ინტერესი ფაგოთერაპიის მიმართ და აქტიურად განიხილება, როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატიული სამკურნალო საშუალება. ბაქტერიოფაგები, ცოცხალ სამყაროში ვირუსების დიდ ჯგუფს წარმოადგენენ. ისინი არიან ბაქტერიების ვირუსები, ანუ მათი ბუნებრივი მტრები. ფაგებს, როგორც ანტიმიკრობულ აგენტებს, ანტიბიოტიკებთან შედარებით გააჩნიათ ბევრი უპირატესობა: მარტივი და ხელმისაწვდომია მათზე მუშაობა, მისი გამოყენებისას პაციენტებს არ აღენიშნებათ გვერდითი ეფექტები, არიან სპეციფიურები სამიზნე ბაქტერიის მიმართ, რის გამოც, არ აზიანებენ ადამიანის ნორმალურ მიკროფლორას. მოცემული კვლევის მთავარი მიზანი იყო Morganella morganii-ის აქტიური ბაქტერიოფაგის გამოყოფა და დახასიათება, ბაქტერიოფაგი გამოყოფილ იქნა მდინარე მტკვირს ჩამდინარე წყლებიდან და მისი გენეტიკური ინფორმაციის გაშიფვრით და ელექტრონული მიკროსკოპირებით აღმოჩნდა, რომ ფაგი მიეკუთვნება Myoviridae -ს ჯგუფს, შესწავლილი იქნა ამ ბაქტერიოფაგის ერთჯერადი გამრავლების ციკლი, ადსორბცია, მისი სტაბილურობა სხვადასხვა პირობებში. ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომvB-Mm5 სრულიად ახალი ფაგია, მისი ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა სრულიად განსხვავებულია NCBI ბაზაში არსებულ სექვენირებულ ფაგებთან შედარებით, იგი ხასიათდება თერმოლაბილურობით ასევე მოქმედების ფართო სპექტრით და სახეობა სპეციფიკურობით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com