ავტორიზაცია

KM3NeT ნეიტრინული ტელესკოპის ოპტიკური მოდულის მახასიათებლების შესწავლა
ავტორი: ნინო ხარაზიშვილისაკვანძო სიტყვები: KM3NeT
ანოტაცია:
წარმოდგენილი საბაკალავრო ნაშრომი „KM3NeT ნეიტრინული ტელესკოპის ოპტიკური მოდულის მახასიათებლების შესწავლა“ შესრულებულია KM3NeT საერთაშორისო ექსპერიმენტის ფარგლებში, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო - FR-22-13708 - პროექტის მხარდაჭერით. KM3NeT ნეიტრინული ფიზიკის და ასტროფიზიკის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტია. იგი მოიცავს ახალი თაობის ნეიტრინოს დეტექტორებს (ტელესკოპებს): ARCA და ORCA. დეტექტორები განლაგებულია ხმელთაშუა ზღვაში, იტალიისა(ARCA) და საფრანგეთის(ORCA) სანაპიროებთან. ORCA საშუალებას გვაძლევს ჩატარდეს კვლევები ნეიტრონულ ოსცილაციებზე, ხოლო ARCA კი ნეიტრინულ ასტროფიზიკაში. ARCA და ORCA წარმოადგენენ ჩერენკოვის დეტექტორებს, სადაც ჩერენკოვის გამოსხივების რეგისტრაცია ხდება ფოტოდეტექტორების საშუალებით. ფოტოდეტექტორები მოთავსებულია ოპტიკურ მოდულში, რომელიც წარმოადგენს წნევაგამძლე მინის სფეროს. KM3NeT-ის ციფრული ოპტიკური მოდული არის ახალი ტიპის ხელსაწყო, რომელსაც მსგავსი ხელსაწყოებისგან განსხვავებით, გაუმჯობესებული მახასიათებლები გააჩნია. ნაშრომში შესწავლილია KM3NeT დეტექტორის ოპტიკური მოდულის მახასიათებლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მონაცემების საფუძველზე. ოპტიკური მოდულის მახასიათებლები საშუალებას იძლევიან საგრძნობლად გავაუმჯობესოთ ნეიტრინული შემთხვევების აღდგენა და შევამციროთ ზღვის ოპტიკური ფონი. ამის გამო, ოპტიკური მოდულის მახასიათებლების შესწავლა მნიშვნელოვანია შემდგომი კვლევებისათვის.