ka | en
TSU

N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-მანოპირანოზილამინის კონდენსაციის რეაქცია გლიცინის ეთილესტერის ჰიდროქლორიდთან

ავტორი: თეონა კავთელაძე
საკვანძო სიტყვები: პარა-ამინობენზოის მჟავა, ეთანოლი, ყინულოვანი ძმარმჟავა, ძმარმჟავას ანჰიდრიდი.
ანოტაცია:

ანოტაცია თეონა კავთელაძე N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-მანოპირანოზილამინის კონდენსაციის რეაქცია გლიცინის ეთილესტერის ჰიდროქლორიდთან ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ი.ჭავჭავაძის გამზ.3 ნახშირწყლებისა და ამინოშენაერთების ურთიერთქმედების რეაქციები მნიშვნელოვან როლს თმაშობს ორგანიზმში, თუმცა ეს როლი ბოლომდე შესწავლილი არ არის. მკვლევართა აზრით N-გლიკოზილამინების შესწავლა, მათი ახალი წარმოებულების მიღება ხელს შეუწყობს ამ ნაერთების ქიმიური და ბიოლოგიური თვისებებისა და სასიცოცხლო პროცესებში მათი მოქმედების მექანიზმების გაგებას. ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა N-(4-კარბოქსიფენილ)-β-D-მანო¬პირა-ნოზილ- ამინის წარმოებულების სინთეზი. N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-მანოპირანოზილამინის სინთეზი განხორციელებულ იქნა D-მანოზის 4-ამინობენზოის მჟავასთან კონდენსაციით 96%–იანი მეთანოლის არეში, კატალიზატორის ყინულოვანი ძმარმჟავას თანაობისას 80C ტემპერატურაზე გაცხელებით და მიღებული N-გლიკოზილამინის შემდგომი აცეტილირებით. N-(4-კარბოქსიფენილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-გლუკოპირანოზილ– ამინის L-გლიცინის ეთილესტერის ჰიდროქლორიდთან კონდენსაციით N,N'-დიციკლო¬ჰექსილკარბოდიიმიდისა და ტრიეთილამინის თანაობისას 0C ტემპერატურაზე, პირველად იქნა მიღებული N-[4-N’-(2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-მანოპირანოზილ)]ამინო¬ბენზოილ- L-გლიცინის ეთილესტერი. სინთეზირებულ ნაერთთა აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკურ–ქიმიური მეთოდებით. სინთეზირებული N-[4-N’-(2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-β-D-მანოპირანოზილ)]- ამინო¬ბენზოილ-L-გლიცინის ეთილესტერისათვის (2,3) დადგენილ იქნა შესაძლო ბიოლოგიური აქტივობისა პოტენციალი და ასევე ტოქსიკური/ გვერდითი ეფექტები.


მიმაგრებული ფაილები:

BA-Teona Kavteladze (ENGLISH) [en]
BA-თეონა კავთელაძე (GEO) [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com