ავტორიზაცია

პოტენციური შეუღლებული ორგანული ლუმინოფორის სინთეზი 2-ფენილინდოლის საფუძველზე
ავტორი: გიორგი პიტიურიშვილისაკვანძო სიტყვები: ინდოლი, მაკმურის რეაქცია, ფლუორესცენცია, ლუმინოფორი
ანოტაცია:
ფლუორესცენტული თვისებების მქონე ნაერთები ფართოდ გამოიყენება მედიცინასა და მრეწველობის მრავალ დარგში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია მათი მოხმარება უჯრედების მარკირებისათვის, მაღალ ეფექტური დიოდური მზის ენერგიის სანათებში და შუქდიოდებში (OLED ეკრანებში) ასევე ორგანულ დანამატად პეროვსკი¬ტიკულ სისტემებში. ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა პოტენციური ფლუორესცენტული უნარის მქონე ახალი შეუღლებული ბის-ინდოლების სინთზი. მიზნობრივი შეუღლებული 1,2-ბის(2-ფენილ-1H-ინდოლ-3-ილ)ეთენების სინთეზი განვახორციელეთ 2-ფენილ-1H-ინდოლ-3-კარბალდეჰიდების კონდენ¬სა¬ცი¬ის რეაქციით მაკმურის რეაქციის საფუძველზე. დავადგინეთ რეაქციის ოპტიმალური პირობები. კვლევის ფიზიკური მეთოდებით შევისწავლეთ მიზ¬ნობ¬რივი პროდუქტების აღნაგობა. ულტრაიისფერი სპექტროსკოპიის საშუალებით დავადგინეთ, რომ ჩვენს მიერ სინთეზირებულ ნაერთებს აქვთ ფლუორეცენციის უნარი.