ავტორიზაცია
სწრაფი ლოკალური დინების ფორმირება სუსტად მბრუნავ, თვითგრავიტირებად სითხეში რევერს დინამოს მექანიზმით
ავტორი: ლაშა ღუდუშაურითანაავტორები: ნანა შათაშვილი
საკვანძო სიტყვები: თვით-გრავიტაცია, გრავიტოელექტრომაგნეტიზმი, რევერს დინამო.
ანოტაცია:
ნაშრომის ფარგლებში რევერს დინამოს მექნიზმით, გრავიტო-ელექტრომაგნეტიზმის მიახლოებაში შესწავლილია სუსტად მბრუნავი, თვით-გრავიტირებადი ნეიტრალური სითხის დინამიკა. ვაჩვენეთ, რომ ადგილი აქვს ლოკალური ზე-ალფენური დინების გენერირებას ისეთ სისტემაში, სადაც ფონური ენერგია უმეტესად „გრავიტო-მაგნიტური“ მიკრო-მასშტაბური ველისაა. შესწავლილი მოვლენა წარმოადგენს „გრავიტო-მაგნიტურ-სითხური“ ბმის შედეგს, რაც ანალოგიურია ერთიანი დინამო/რევერს დინამოს მოდელისა გამოწვეული მაგნიტურ-სითხური ბმით ორ-სითხოვან პლაზმაში. მიღებული დისპერსიული თანაფარდობის ერთ-ერთი ამონახსნის ნამდვილი ნაწილისთვის, დიდი ტალღური რიცხვის (k) შემთხვევაში ნაჩვენებია ლოკალური მაკრო-მასშტაბური ზე-ალფენური დინების გენერირება ბელტრამის პარამეტრის (a) ისეთი მნიშვნელობისთვის, როდესაც მასშტაბები მკაცრად განცალებულია და დასაწყისში დომინირებს ფონური „გრავიტო-მაგნიტური“ ენერგია. ნაჩვენებია, რომ ორივე ველი ერთდროულად ფორმირდება და რაც უფრო დიდია ერთი, ლოკალურად გენერირებული სიჩქარის/“გრავიტო-მაგნიტური“ ველი, მით უფრო დიდია მეორე, ლოკალურად გენერირებული „გრავიტო-მაგნიტური“/სიჩქარის ველი. მაკრო-მასშტაბის ველების ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია ბელტრამის პარამეტრზე, ანუ სისტემის საწყის წონასწორულ მდგომარეობაზე და საწყის ტურბულენტურ ენერგიაზე. აღსანიშნავია, რომ გარემოში ბგერის გავრცელების სიჩქარის მახასიათებელი პარამეტრის, χ-ს ზრდასთან ერთად, გენერირებული მაკრო-მასშტაბური დინების „გრავიტო-ალფენური-მახის“ რიცხვი მცირდება. ჩვენს მიერ მიღებული შესაძლებლობა დიდ-მასშტაბიანი დინების ფორმირებისა სუსტად მბრუნავ თვით-გრავიტირებად სითხეში მნიშვნელოვანია შემდგომი დინამიკის შესასწავლად სხვადასხვა ასტროფიზიკურ ობიექტებში, მაგალითად ისეთებში, სადაც მნიშვნელოვანია თვით-გრავიტაცია და სწრაფი გარედინებების/ჯეტების დინამიური ფორმირება.
მიმაგრებული ფაილები:
Formation of Local Fast Flows in the Self-Gravitating, Weakly Rotating Fluid By Reverse Dynamo Mechanism [en]სწრაფი ლოკალური დინების ფორმირება სუსტად მბრუნავ, თვითგრავიტირებად სითხეში რევერს დინამოს მექანიზმით [ka]