ka | en
TSU

დისკი-ჯეტის წონასწორული სტრუქტურის ფორმირება სუსტად მბრუნავი ელექტრონ-იონურ-ფოტონური გაზისათვის

ავტორი: ელენე კაცაძე
თანაავტორები: ნანა შათაშვილი
საკვანძო სიტყვები: დისკი-ჯეტის წონასწორული სტრუქტურა, ელექტრონ-იონურ-ფოტონური გაზი, ბელტრამი-ბერნულის წონასწორობა
ანოტაცია:

შევისწავლეთ რელატივისტური დისკი-მძლავრი ჯეტის წონასწორული სტრუქტურის ფორმირების ამოცანა რელატივისტური აკრეციული დისკებისგან ბელტრამი-ბერნულის წონასწორული მიდგომის გამოყენებით. აკრეციული დისკი დამაგნიტებულია და შედგება სრულად იონიზებული ელექტრონ-იონური პლაზმისა და ფოტონური გაზისგან, რომელიც ძლიერ ბმაშია ელექტრონების გაზთან ტომპსონის გაბნევის გამო. აკრეციის მთავარი წყარო არის ლოკალური სიბლანტე, რომელსაც აღვწერთ განზოგადოებული შაკურა-სუნიაევის α-ტურბულენტური დისიპაციური მოდელით, რომელშიც გვაქვს როგორც ფოტონების, ასევე იონების გაზის წვლილი. უგულებელვყოფთ ჰოლის წევრს (სუსტად დამაგნიტებული დისკისთვის მარტივად დასაშვებია, ხოლო მნიშვნელოვნად დამაგნიტებული დისკისთვის შესაძლოა დაშვებული იქნას დისკში 3-სითხოვანი მინიმალური მოდელისთვის) და აკრეციულ დისკში თვით-გრავიტაციას. სუსტად დამაგნიტებული დისკისთვის ავაგეთ ანალიზური ავტომოდელური ამონახსნები წონასწორული რელატივისტური დისკი-ჯეტის სტრუქტურის მახასიათებელი პარამეტრებისთვის გრავიტირებადი ცენტრალური კომპაქტური ობიექტის ველში. ნაჩვენებია, რომ მაგნიტური ველი ჯეტში რამდენიმე რიგით დიდია აკრეციული დისკის ველთან შედარებით, მაშინ, როდესაც ჯეტი ლოკალურად ზე-ბგერითია და პლაზმა ბეტა ჯეტში < 1. მიღებული ამონახსნები შესაძლოა გამოყენებული იყოს ვარსკვლავთა ფორმირებისას დამზერილი ბინარული სისტემების ასტროფიზიკური ჯეტების ანალიზისას და იგი აკავშირებს ჯეტის თვისებებს რელატივისტური ელექტრონ-იონური-ფოტონური გაზის მქონე აკრეციული დისკების პარამეტრებთან.


მიმაგრებული ფაილები:

Elene Katsadze [en]
ელენე კაცაძე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com