ka | en
TSU

ჯეტის ფორმირების მოდელი აკრეციული დისკიდან ელექტრონ-იონურ-ფოტონური გაზით

ავტორი: ნინო რევაზაშვილი
საკვანძო სიტყვები: აკრეცია, აკრეციული დისკი, გალაქტიკები: ჯეტები, გალაქტიკები: სტრუქტურა
ანოტაცია:

ნაშრომში შესწავლილია ასტროფიზიკური ჯეტის ფორმირება რელატივისტური აკრეციული დისკებიდან რელატივისტრური დისკი-მძლავრი ჯეტის ერთიანი წონასწორული სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში ბელტრამი-ბერნულის წონასწორული მიდგომის გამოყენებით [1], [2], [3]. შევისწავლეთ აკრეციული დისკი, რომელიც დამაგნიტებულია და შედგება სრულად იონიზებული ელექტრონ-იონური პლაზმისა და ფოტონური გაზისგან, რომელიც ძლიერ ბმაშია ელექტრონების გაზთან ტომპსონის გაბნევის გამო. ანალიზისთვის გამოვიყენეთ განზოგადოებულ შაკურა-სუნიაევის α-ტურბულენტური დისიპაციური მოდელი ლოკალური სიბლანტისთვის [4], რომელშიც გვაქვს როგორც ფოტონების, ასევე იონების გაზის წვლილი. მოდელში უგულებელყოფილია ჰოლის წევრი და თვით-გრავიტაცია აკრეციულ დისკში. ჩვენი სუსტად დამაგნიტებული დისკისათვის ავაგეთ ანალიზური ავტომოდელური ამონახსნები წონასწორული რელატივისტური დისკი-ჯეტის სტრუქტურის მახასიათებელი პარამეტრებისთვის და ფიზიკური სიდიდეებისთვის [4]. მიღებული ამონახსნები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ვარსკვლავთა ფორმირებისას დამზერილი ბინარული სისტემების ასტროფიზიკური ჯეტების ანალიზისას - იგი აკავშირებს ჯეტის თვისებებს რელატივისტური ელექტრონ-იონური-ფოტონური გაზის მქონე აკრეციული დისკების პარამეტრებთან. ლიტერატურა : [1] Shatashvili, N. L., and Yoshida, Z., 2011 AIPCP, 1445 34-53; [2] Yoshida, Z., Shatashvili, N. L., 2012, arXiv:1210.3558; [3] Arshilava, E. Gogilashvili, M., Loladze, V., Jokhadze, I., Modrekiladze, B., Shatashvili, N. L., Tevzadze, A.G. 2019, J. High Energy Astrophysics 23, 6; [4] E. Katsadze , N. Revazashvili , N.L. Shatashvili ,„Jet formation model from accretion disks of electron-ion-photon gas“ Journal of High Energy Astrophysics V. 43 pp. 20-30 (2024). წარმოდგენილი კვლევა ნაწილობრივ დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის საგრანტო პროექტ No. FR- 22-8273 -ის ფარგლებში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com