ავტორიზაცია

სუნელები და სანელებლები, ზოგადი მიმოხილვა და ტყვიის კვლევის შედეგები
ავტორი: Tamar Jankhoteliანოტაცია:
წარმოდგენილ ნაშრომში მოცემულია სუნელებისა და სანელებლების ზოგადი დახასიათება, განხილულია მათ შემადგენლობაში არსებული მოქმედი ნივთიერებები. აღწერილია სუნელებისა დ სანელებლების გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საქართველოში. ნაშრომში მოცემულია ინფორმაცია სუნელების ისტორიული წარმომავლობისა და მნიშვნელობის შესახებ. განხილულია კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა 2023 წლის მარტი-მაისის თვეებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. პროექტის მიზარი იყო ტყვიით დაბინძურებული სუნელების გამოვლენა აჭარის რეგიონის შინამეურნეობებში, ბავშვებში ტყვიის ექსპოზიციის წყაროს დასადგენად. გამოკვლეულ იყო ბავშვთა ვენურ სისხლში ტყვიის რაოდენობა და ამავე ბავშვის ოჯახში გამოყენებული სუნლები, რათა დაგვედგინა კავშირი ბავშვთა სისხლში და სუნელებში ტყვიის შემცველობას შორის. შინამეურნეობებში სუნელების სკრინინგი განხორციელდა XRF (რენტგენოფლუორესცენტული სპექტრომეტრი) ანალიზატორის გამოყენებით, ხოლო მაღალტექნოლოგიური კვლევისათვის ნიმუშები გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში. ვენური სისხლის ნიმუშების კვლევა ჩატარდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ქიმიურ რისკ-ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიაში. საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგანაც სხვადასხვა წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ საქართველოში სუნელები გარკვეულწილად დაბინძურებული იყო მძიმე მეტალებით.