ავტორიზაცია
მძიმე მეტალებით გამოწვეული დაბინძურების გარემოსდაცვითი რისკების შეფასება სან დიეგოს ყურეში - სპილენძის ბიოაკუმულაცია Mytilus Galloprovincialis-ში
ავტორი: თამარ ქერდიყოშვილისაკვანძო სიტყვები: მძიმე მეტალები, გარემოს დაბინძურება
ანოტაცია:
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ინდუსტრიული პროცესების ინტენსიფიკაციამ განაპირობა გარემოში სახიფათო ქიმიური ნარჩენების კონცენტრაციის ზრდა. ამ სახიფათო გარემოს დამაბინძურებლებს შორის არიან ეგრეთ წოდებული "მძიმე მეტალები", რომლებიც შედგება როგორც სტაბილური, ასევე რადიოაქტიური ქიმიური ელემენტებისგან. მძიმე მეტალებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გარემოსა და სახეობათა ბიომრავალფეროვნებაზე, რადგან ისინი ბიოაკუმულირდებიან ორგანულ ქსოვილებში და იწვევენ ისეთ არასასურველ ეკოლოგიურ შედეგებს, როგორებიცაა: გენეტიკური მუტაციები სახეობებში, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. ხშირად გარემოს დაბინძურების შესაფასებლად გამოიყენება წყლის ნიმუშებში ქიმიური ელემენტების კონცენტრაციის პირდაპირი განსაზღვრის მოდელი, რაც აღწერილობითია და არ იძლევა ზუსტი შესაფესბის გაკეთების საშუალებას. ბიოლოგიური ორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ ზღვის ეკოსისტემებში, როგორიცაა მოლუსკის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის მიდიები, ხამანწკები და სკალოპები, შთანთქავენ წყალში არსებულ ქიმიურ ელემენტებს ქსოვილების მეშვეობით და შესაბამისად, შედარებით ზუსტი საშუალებაა გარემოს დაბინძურების შესაფასებლად. აქედან გამომდინარე, ეს სახეობები ხშირად გვხვდება ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში მძიმე მეტალებით გარემოს დაბინძურების შესაფასებლად. კვლევა მოიცავს როგორც in vivo სისტემის მოდელს, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ეკოლოგიურ ექსპერიმენტებში, ასევე კონცენტრაციის განსაზღვრას წყლის ნიმუშებიდან. კვლევის ფარგლებში Mytilus galloprovincialis სახეობა გამოყენებულ იქნა სპილენძის აკუმულაციის განსასაზღვრად, რომლის შესაფასებლად განისაზღვრა კონცენტრაციის ფაქტორი - CF (ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილში არსებული საკვლევი ნივთიერების კონცენტრაციის თანაფარდობა გარემოში არსებულ იმავე ნივთიერების კონცენტრაციასთან). სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში, განისაზღვრა სპილენძის კონცენტრაციები წყალში სან დიეგოს ყურის 13 გეოგრაფიული წერტილიდან.
მიმაგრებული ფაილები:
აბსტრაქტი [ka]