ავტორიზაცია
ჯანმრთელობის რისკის გამაანალიზებელი აპლიკაცია
ავტორი: ანასტასია ქოიავათანაავტორები: ანასტასია ჭელიძე, ანა დამადაევა
საკვანძო სიტყვები: კვლევა, ლოგისტიკური რეგრესია, დაავადების რისკი, დიაბეტი, მონაცემთა ბაზები
ანოტაცია:
ეს კვლევა, მომხმარებელთა გამოკითხვებსა და მანქანურ სწავლებაზე დაყრდნობით, აანალიზებს სხვადასხვა დაავადების რისკს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ასაკი, სქესი, სისხლში შაქრის დონე, BMI და მწეველობა. ვიყენებთ ლოგისტიკურ რეგრესიას, რომელიც ავლენს კავშირებს გარკვეულ ფიზიკურ მახასიათებლებსა და მძიმე დაავადებებს შორის, როგორიცაა მაგალითად დიაბეტი. ძირითადად ვებ აპლიკაცია დაყრდნობილია პითონზე (მონაცემების "გაწმენდა", ლოგისტიკური რეგრესიით დამუშავება და Flask_ის გამოყენებით გაკეთებული ბექენდი) რაც შეეხება ფრონტს აწყობილია "ვანილა" html/css/Javascript_ით. აპლიკაცია სრულყოფილი არ არის საქართველოში მსგავსი მონაცემების წყაროების არქონის გამო და მისი დანერგვა/განვითარება სწორედ ქართული მონაცემთა ბაზების გამდიდრება/მოპოვება/დანერგვის ხარჯზე შეიძლება.