ავტორიზაცია
თბილისში, დიღმის ჭალების ფონური გარემოს კვლევევა და გარემოზე ზემოქმედების დადგენა
ავტორი: ლუიზა ბუბაშვილისაკვანძო სიტყვები: ფონური გარემო, ლანდშაპტი, ეკოლოგია, სტიქიური ნაგავსაყელები
ანოტაცია:
ნაშრომში შესწავლილია თბილისში დიღომში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების როლი მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურების პროცესებში. ამისათვის, საკვლევ ნიმუშებში ჩატარდა ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური ანალიზები. მიღებული შედეგების მიხედვით თვალნათლივ გამოიკვეთა სტიქიური ნაგავსაყრელის გავლენა მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. დოქტორანტის სემინარისთვის საველე პირობებში, მოხდა თბილისში დიღმის ჭალებში არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელის ეკოქიმიკური გამოკვლევა და გარემოზე ზემოქმედების დადგენა რისთვისაც ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიდან აღებული იქნა საანალიზო ნიმუშები (წყალი, ნიადაგი), და შესაბამისი აკრედიტირებული მეთოდების გათვალისწინებით. საანალიზო სინჯებში განისაზღვრა ის დამაბინძურებელი ინგრედიენტები, რომლებითაც ამ ტიპის ნაგავსაყრელების უშუალო ზეგავლენის შედეგად, გარემოს ეკოსისტემები ხშირად ბინძურდება. საანალიზო ნიმუშებში განისაზღვრა ზოგიერთი ძირითადი იონი (HCO3 -, SO42-), ბიოგენური ელემენტების ზოგიერთი ფორმა (NO2, NO3-, NH4+, PO43-), მძიმე ლითონები (Cu, Zn, Pb, Cd,). პარალელურად, იგივე საანალიზო ნიმუშებს ჩაუტარდა მიკრობიოლოგიურ ანალიზები (ტოტალური კოლიფორმები, ფეკალური სტრეპტოკოკები და ეშერიხია კოლი (E-coli). ადგილზე, საველე პირობებში, გადასატანი პორტატული აპარატის მეშვეობით, გაიზომა წყლის ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლები (pH, ტემპერატურა, ელექტროგამტარობა, წყალში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა და მარილიანობა). შესაბამისად კვლევის ობიექტები შესწავლილ იქნა კომპლექსურად – როგორც ჰიდროქიმიური, ისე ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით.