ka | en
ავტორიზაცია

β-D-გალაქტოპირანოზილამინის აცეტილწარმოებულის კონდენსაციის რეაქციები ქლორსილანებთან
ავტორი: დიმიტრი ლაშხისაკვანძო სიტყვები: N-გლიკოზიდი, გლიკოზილამინი, სილილირება, გალაქტოპირანოზილამინი, გალაქტოზა, პოტენციური ბიოაქტიურიობა
ანოტაცია:
ახალი პოტენციური ბიოლოგიური აქტიურობის მქონე ნივთიერებების მიღების მიზნით შევისწავლეთ N-გალაქტოპირანოზილ ამინის სილილირების რეაქციები. N-β-(p-ტოლილ)-D-გალაქტოპირანოზილამინის აცეტილირებით(2) ძმარმჟავას ანჰიდრიდის თანაობისას, პირიდინის არეში, მივიღეთ N-β-(p-ტოლილ)-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-D-გალაქტოპირანოზილამინი(3). შემდეგ მოვახდინეთ მიღებული ნაერთის ქლოროსილილირება, ტრიმთილქლოროსილანთან და ტრიფენილქლოროსილანთან ურთიერთქმედებით, თუთიის თანაობისას, ოთახის ტემპერატურაზე, და მიღებულ იქნა N-β-(p-ტოლილ)-N-ტრიმეთილსილილ- 2,3,4, 6-ტეტრა-O-აცეტილ-D-გალაქტოპირანოზილამინი (4) და N-β-(p-ტოლილ)-N-ტრიფენილსილილ-2,3,4,6-ტეტრა-O-აცეტილ-D-გალაქტოპირანოზილამინი(4’).