ka | en
ავტორიზაცია

თალიუმ(Tl)-1223 მაღალტემპერატურული ზეგამტარი ფაზის სინთეზი მყარფაზური რეაქციის მეთოდით
ავტორი: ქეთევან ხუციშვილისაკვანძო სიტყვები: ზეგამტარი, კრიტიკული ტემპერატურა, პრეკურსორი, დიამაგმიტიზმი
ანოტაცია:
საბაკალავრო ნაშრომი მიძღვნილია Tl-1223 ზეგამტარი ნიმუშების სინთეზის პროცესებს მყარფაზური რეაქციის მეთოდით. სინთეზი განხორციელდა ორ ეტაპად, რაც გულისხმობს საწყის ეტაპზე პრეკურსორი ფაზის მომზადებას, ხოლო შემდგომ სამვალენტიანი თალიუმის ოქსიდის დამატებას და საბოლოო სინთეზის მიმდინარეობას დახურული კვარცის ამპულაში. კვლევის პროცესში განხორციელდა პრეკურსორის სინთეზი სხვადასხვა ტემპერატურებზე. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ 945 გრადუს ტემპერატურაზე დასინთეზებული ნიმუშები ხასიათდებიან სუფთა Tl-1223 ზეგამტარი ფაზით, რომლებსაც აქვთ ზეგამტარულ მდგომარეობაში გადასვლის პატარა ტემპერატურული გრადიენტი ∆T, და შესაბამისად მაღალი კრიტიკული დენი. შეგვიძლია დავასკვნათ რომ 945 გრადუსზე სინთეზირებულ ნიმუშებში მიიღწევა იდეალური ზეგამტარი ფაზა.