ka | en
TSU

თალიუმ-1223 მაღალტემპერატურული ზეგამტარი ფაზის სინთეზი ზოლ-გელ მეთოდით

ავტორი: ამირან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ზეგამტარობა, პრეკურსორი, ზოლ-გელ მეთოდი, კარბონატი
ანოტაცია:

Tl-1223 მაღალტემპერატურულ ზეგამტარებს (მტზ) ახასიათებთ ზეგამტარ მდგომარეობაში გადასვლის ტემპერატურა Tc≈118K-ზე ზემოთ, ხოლო როდესაც სინთეზირებულია მაღალი წნევის ქვეშ, კრიტიკული ტემპერატურამ აღწევს 133.5K-ს. TlBa2Can-1CunO2n+2+δ სისტემის ფორმულა და კრისტალური სტრუქტურა მსგავსია HgBa2Can-1CunO2n+2+δ სისტემის. სადაც n არის Cu-O ფენების რაოდენობა. ხოლო რაც მნიშვნელოვანია ორივე სისტემისათვის, ისინი კრიტიკულად არის დამოკიდებული პრეკურსორის Ba2Ca2Cu3Ox რეაქციის უნარიანობაზე, ვინაიდან, მათი საბოლოო სინთეზი მიმდინარეომს შესაბამისად Tl- ან Hg- ორთქლში. მაღალ ტემპერატურაზე თალიუმის ოქსიდის აორთქლებადობის თვისება არის ძირითადი პრობლემა მისი პრაქტიკული გამოყენებისათვის. მიუხედავათ ამისა, ზეგამტარულ მდგომარეობაში გადასვლის მაღალი კრიტიკული ტემპერატურისა Tl-1223 ფაზას ხდის სასურველ მასალად, მისი პრაქტიკული გამოყენებისათვის და კვლავაც არის მის მიმართ დიდი ინტერესი. წარმოდგენილი კვლევა ეძღვნება Tl-1223 მარალტემპერატურული ზეგამტარი ნიმუშების სინთეზს ზოლ-გელ მეთოდის გამოყენებით. უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენს შემთხვევაში, საწყის ელემენტებად გამოვიყენეთ ოქსიდები და კარბონატის შემცველი ნაერთები, ხოლო კომპლექსწარმომქმნელ აგენტათ გამოყენებული იყო PVA/PVAc. კვლევებმა გვიჩვენეს, რომ გამჭოლი ჟანგბადის პირობებში 915oC -ზე სინთეზირებული პრეკურსორს ახასიათებს მაღალი რეაქციის უნარიანობა და შედეგად მივიღეთ სუფთა Tl-1223 ფაზა, კარგი ფიზიკური და ქიმიური თვისებებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com