ავტორიზაცია

გარდამავალი ლითონების ოქსიდების გამოყენება სუპერკონდენსატორებში საელექტროდე მასალად
ავტორი: არჩილ ბენაშვილისაკვანძო სიტყვები: სუპერკონდენსატორი, ელექტროდი, მრუდები
ანოტაცია:
გლობალური ეკონომიკის სწრაფი განვითარება ზრდის არაგანახლებადი ენერგიის მოხმარებას, რაც აჩქარებს კლიმატის ცვლილებას და ხელს უწყობს გარემოს დაბინძურებას. ამიტომ მნიშვნელოვანია ეფექტიანი, განახლებადი, შედარებით იაფი და გარემოსთვის უსაფრთხო ენერგოშემნახველი სისტემების განვითარება. ისეთ თანამედროვე სისტემებზე, როგორიცაა ჰიბრიდული ელექტრული ავტომობილები, პორტატული ელექტრონული მოწყობილობები ან დიდი მასშტაბის ენერგო სისტემები, მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ელექტროქიმიური ენერგიის შემნახველი მოწყობილობების ეფექტიანობა საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს ახალი მასალების განვითარებით და ამგვარ მოწყობილობებში მიმდინარე ელექტროქიმიური პროცესების (ელექტროდ/ელექტროლიტის გამყოფ საზღვარზე მუხტის შენახვის) ფუნდამენტური შესწავლით. ელექტროქიმიური კონდენსატორები, ცნობილი ასევე როგორც სუპერკონდენსატორები, ელექტრული ენერგიის შემნახველი მოწყობილობების გამოყენების პერსპექტივის გამო, დიდი ინტერესის სფეროში მოექცნენ ბოლო წლების განმავლობაში, რაც განპირობებულია მათი მაღალი სიმძლავრის, სწრაფი დამუხტვა/განმუხტვის უნარის და გრძელვადიანი ციკლირებით [1, 2]. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, 2025 წლისთვის სუპერკონდენსატორების ბაზარი 8,3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს და ყოველწლიურად სულ მცირე 15%-ით გაიზრდება. მთელი რიგი უპირატესობების მიუხედავად, სუპერკონდენსატორები ჩამორჩება ენერგოტევადობით ენერგიის ისეთ წყაროებს, როგორიც არის ბატარეები. ამის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ჰიბრიდული სუპერკონდენსატორების განვითარება, რომლებიც იქნებიან ენერგოტევადი და მძლავრი ენერგომოწყობილობები.