ავტორიზაცია
ქართულად ბრმად ბეჭდვის სწავლების აპლიკაცია
ავტორი: დავით მელიქიძეთანაავტორები: გიორგი ვართანოვი
საკვანძო სიტყვები: ბრმად ბეჭდვა, სასწავლო პლატფორმა, საშეჯიბრო გარემო, კლავიატურის ასოების განლაგების ოპტიმიზაცია
ანოტაცია:
ინფორმაციულ ერაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მონაცემების სწრაფად მიმოცვლის საკითხები. ინფორმაციის გაზიარების, ერთ-ერთი საშუალება არის კლავიატურით ტექსტის კრეფა. დაწყებული სამსახურეობრივი საქმიანობით, დამთავრებული სხვადასხვა სოციალური აქტივობით, კლავიატურის გარეშე წარმოუდგენელია კომპიუტერით ოპერირება. აქედან გამომდინარე, ნათელია მისი სწორად და ოპტიმალურად გამოყენების მნიშვნელობა. ინტერნეტ სივრცეში მრავალ პლატფორმას ვხვდებით, რომელთა დანიშნულებაა მომხმარებლებს შეასწავლოს კლავიატურის სწორად და ოპტიმალურად გამოყენება. მიუხედავად ამისა, ქართულ ენაზე მორგებული პლატფორმების სიმწირე შეინიშნება. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას ივარჯიშოს და ისწავლოს კლავიატურის დახმარებით ქართული ტექსტის სწრაფად და ოპტიმალურად კრეფა, რაც ხერხდება სპეციალურად განსაზღვრული სასწავლო გეგმით. საიტზე ასევე შესაძლებელია კლავიატურაზე ასოების განლაგების კონფიგურირება და ოპტიმიზაცია, რათა მომხარებელმა თავისი მოთხოვნილებებისთვის შესაფერისი განლაგება მიიღოს. გარდა ამისა, პლატფორმაზე არის საშეჯიბრო გარემოც, რომელშიც მომხმარებლებს შეუძლიათ შეეჯიბრონ სხვებს ტექსტის სწრაფად კრეფაში, რაც მათ უნარებს სახალისო და საინტერესო გზით განავითარებს.